ავღანეთის, ქალაქ ყანდაარის აეროპორტზე რადიკალურმა დაჯგუფება "თალიბანმა" თავდასხმა განახორციელა, რომელსაც 9 ადამიანი ემსხვერპლა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, აეროპორტთან ახლოს ავღანეთის არმიის და ნატო-ს ძალების ერთობლივი ბაზა მდებარეობს.
ყანდაარის გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდასხმაში რამდენიმე "ბოევიკი" მონაწილეობდა, რომელმაც დაცვის პირველი ხაზის გარღვევა მოახერხა.
დაღუპულებს შორის არიან როგორც სამხედრო მოსამსახურეები, ასევე სამოქალაქო პირები. თავდამსხმელების მხრიდან მსხვერპლის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.