თბილისის მერი დავით ნარმანია ოპოზიციას მოუწოდებს, კაბინეტში არითმეტიკის ნაცვლად, გავიდნენ და დარგული ხეები ადგილზე დათვალონ. შესაბამისი კომენტარი დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბარში დღეს გააკეთა.
"არითმეტიკას ჯობია, გავიდნენ ადგილზე და სათითაოდ დაითვალონ დარგული ხეები. ნამდვილად 480 000 ხე არის დარგული. არსებობს შესაბამისი ტერიტორიები, სადაც ეს ხეები დაირგო. ასე რომ, კაბინეტებში არითმეტიკის ნაცვლად, ჯობია ადგილზე გავიდნენ და დათვალონ", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა გუშინ განაცხადა, რომ დედაქალაქში უკვე ნახევარ მილიონამდე ხე დაირგო, რაშიც ოპოზიციას ეჭვი ეპარება. როგორც პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, ასეთ შემთხვევაში მერიას დღეში 1000 ხე უნდა დაერგო.