"რუსეთს გეგმა B და C აქვს, ნავთობზე არასასურველი კონიუკტურის შემთხვევაში"

რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთს აქვს სხვადასხვა გეგმა ნავთობზე არასახარბიელო კონიუკტურის შემთხვევაში.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მომენტში გამოვდივართ ეკონომიკური განვითარების რეალური სცენარიდან. მაგრამ ჩვენ ვიქნებოდით ცუდი მმართველები, თუ არ გვექნებოდა გეგმა B და გეგმა C, თუ საჭირო გახდებოდა ასეთ სიტუაციაში", - განაცხადა რუსეთის პრემიერმა რუსული ტელეარხებისთვის მიცემულ ინტერვიუში.