რესპუბლიკურმა და კონსერვატიულმა პარტიებმა მხოლოდ 1 300 ლარის შემოწირულება მიიღეს

რესპუბლიკურმა და კონსერვატიულმა პარტიებმა მხოლოდ 1 300 ლარის შემოწირულება მიიღეს

2015 წელს, მმართველ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალმა რესპუბლიკურმა და კონსერვატიულმა პარტიებმა შემოწირულების სახით მხოლოდ 1 300 ლარი მიიღეს.

უფრო კონკრეტულად, როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში განუცხადეს, რესპუბლიკურ პარტიას 1 380 ლარი, კონსერვატიულ პარტიას კი – 1 320 ლარი შესწირეს. აღსანიშნავია, რომ "რესპუბლიკელების" ანგარიშზე საერთო ჯამში 29 368 ლარია დარიცხული, თუმცა აქედან 27 988 ლარი საწევრო გადასახადია.

რაც შეეხება მმართველ კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებს, 536 355 ლარის შემოწირულება აქვს მიღებული "ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს", "მრეწველებსა" და "ეროვნულ ფორუმს" კი შემოწირულება საერთოდ არ მიუღიათ.

მონაცემები, რომლებიც "ინტერპრესნიუსს" პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა მიაწოდა, მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან დღეის – 9 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას მოიცავს.