აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებისთვის კოლხეთის ეროვნულ პარკში ფოტო-ტური მოეწყობა

აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებისთვის კოლხეთის ეროვნულ პარკში ფოტო-ტური მოეწყობა

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN-ის ორგანიზებით, აფხაზეთის სკოლებისთვის კოლხეთის ეროვნულ პარკში ფოტო-ტური მოეწყობა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" CENN-დან აცნობეს, აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლების მოსწავლეები კოლხეთის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნებას გაეცნობიან; გავლენ სანაოსნო ტურისტულ მარშრუტზე ,,პალიასტომი- ფიჩორი"; ფოტო-ინსტრუქტორის დახმარებით ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლების საინტერესო ფოტოებს გადაიღებენ.

ფოტოტური კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ, პროექტის ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში" ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

აღნიშნული ღონისძიების პარტნიორები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების რესურსების დაცვის სამინისტრო, ეროვნული სატყეო სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და აფხაზეთის განათლების სამინისტრო არიან.