"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენებს შეხვდნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის საკითხები განიხილეს.
"ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს მიმართ ყურადღება რაც შეიძლება მაღალ დონეზე შენარჩუნდეს. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციური ძალა ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით კი, შეხვედრების ერთ-ერთ მთავარ მიზანს ასევე ვარშავის სამიტისთვის მზადება წარმოადგენდა.
"საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს აშშ-ს მხარდაჭერას უსაფრთხოების კუთხით, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ოკუპაციის შესაჩერებლად", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.