დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია. როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო სერიოზული დავალების შესრულება.
,,ევროკომისიას ფაქტობრივად ეს საკითხი გადაწყვეტილი აქვს. უნდა ვთქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხი და ველოდებით ძალიან დადებით და პოზიტიურ დასკვნას. ევროპარლამენტმა და ევროკომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ეს არის პატარა ნაბიჯი, მაგრამ უზარმაზარი შრომაა ამის უკან. ეს არის ხელისუფლების გამოცდა. მან შეძლო სერიოზული დავალების შესრულება", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.