"გაიწერა 3 წლიანი სტრატეგია შშმ პირებისათვის გარემოს ადაპტირების შესახებ"

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ერთწლიანი მუშაობის შეჯამებისას, იმ 3 წლიან სტრატეგიაზე ისაუბრა, რომელიც შშმ პირებისათვის გარემოსთან ადაპტირებისთვის გაიწერა. 

ნარმანიას თქმით, სტრატეგია გულისხმობს, რომ შშმ პირებს სრულად მოეხსნებათ ბარირები მუნიციპალური შენობების სახით.

"უკვე გაიწერა 3 წლიანი სტრატეგია შშმ პირებისათვის გარემოს ადაპტირების შესახებ. სტრატეგია გულისხმობს, რომ შშმ პირებს სრულად მოეხსნებათ ბარირები მუნიციპალური შენობებით, მათ შორის ბაგა-ბაღებით, ადმინისტრაციული შენობებით, გზებითა და ტროტუარებით, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელებით სარგებლობისას. ამასთან, ჩანაცვლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი და 2016 წლიდან ქალაქში იმოძრავებს ახალი ადაპტირებული ავტობუსები", - განაცხადა ნარმანიამ.