საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოინახულა.
როგორც "პირWელს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, შეწყალებასთან დაკავშირებით პატრიარქის ინიციატივაზე შეხვედრაზე მსჯელობა არ ყოფილა.
პატრიარქისა და პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
როგორც პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ჰქონდა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გამოეხატა სიყვარული და პატივისცემა მის მიმართ.