წულუკიანს სჯერა, რომ მურუსიძესთან დაკავშირებით მორალურად სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული

წულუკიანს სჯერა, რომ მურუსიძესთან დაკავშირებით მორალურად სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ლევან მურუსიძეს მისი მხარდაჭერა ექნება თუ არა, ამით მისი ბედი დადებითად ან უარყოფითად ვერ გადაწყდება, რადგან ის კენჭს არ უყრის მიდ კანდიდატურას.

წულუკიანმა ჟურნალისტებთან ის საქმეები გაიხსენა, რომელშიც მურუსიძე მონაწილეობდა და სადაც უამრავი დარღვევა იყო.

"ბატონ მურუსიძეს ჩემი მხარდაჭერა ექნება თუ არა, ამით მისი ბედი დადებითად ან უარყოფითად ვერ გადაწყდება,რადგან მე არ ვუყრი კენჭს მის კანდიდატურას. მე უბრალოდ გავიხსენებ რამდენიმე ფაქტს მისი წარსულიდან. ეს არის გირგვლიანის, ჯანიკაშვილის, მიქიაშვილის ცნობილი საქმეები და ეს არის მოლაშვილის ცნობილი საქმე. ამ ოთხი საქმიდან სამზე გირგვლიანის, მოლაშვილის, მიქიაშვილის საქმეებზე მე ვმუშაობდი სტრასბურგის სასამართლოში და იმ საქმეებში, სამივეში ძალიან რბილად რომ ვთქვათ არის მძიმე დარღვევები. აქედან გამომდინარე, მე მჯერა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც არა მხოლოდ კანონიერი, არამედ მორალურად სწორი გადაწყვეტილება იქნება", - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ უსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშვნის სურვილს გამოთქვამს. ამის შესახებ ინფორმაცია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა გაავრცელა, რაც თავად ლევან მურუსიძემაც დაადასტურა. მის ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სპექტრისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი უარყოფითად შეხვდა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესების გადაწყვეტილება არ მიიღოს.