გიგლა აგულაშვილი - რაც ვერეს ხეობას ეკუთვნის, არ შეიძლება ადამიანებმა აითვისონ, რადგან ვერე ყოველთვის ეცდება თავისი დაიბრუნოს

გიგლა აგულაშვილი - რაც ვერეს ხეობას ეკუთვნის, არ შეიძლება ადამიანებმა აითვისონ, რადგან ვერე ყოველთვის ეცდება თავისი დაიბრუნოს

რაც ვერეს ხეობას ეკუთვნის, არ შეიძლება ადამიანებმა აითვისონ, რადგან ვერე ყოველთვის ეცდება თავისი დაიბრუნოს, - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა "ინტერპრესნიუსს" იმ კონცეფციის შეფასებისას განუცხადა, რომელიც ვერეს ხეობის შემდგომ განვითარებას ეხება და რომლის თანახმადაც, ვერეს ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრი, სპორტული კომპლექსი და ტყეპარკი მოეწყობა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ორი თვის შემდეგ, როდესაც სრულყოფილი პროექტი იქნება წარმოდგენილი თავისი დიზაინით, ეს საზოგადოებას უფრო მეტი დასკვნის გაკეთების საშუალებას მისცემს. 
"ამ შემთხვევაში თავად პრინციპების დონეზე მიდგომა, რომ საცხოვრებელი კორპუსები არ უნდა აშენდეს და უნდა იყოს მხოლოდ რეკრეაციული ზონა, ეს პასუხობს იმ გამოწვევას, რაც ივნისში უკვე გამოჩნდა. ამის თაობაზე მეც ვამბობ, რომ რაც ვერეს ხეობას ეკუთვის, ეს მისია და ამიტომ ის არ შეიძლება ადამიანებმა აითვისონ იმიტომ, რომ ვერე ყოვეთვის ეცდება თავისი თავისთვის დაიბრუნოს", - განაცხადა აგულაშვილმა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვი მინისტრი ეთანხმება ვერეს ხეობაში რეკრეციული ზონის მოწყობას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომ საჭიროების შემთხვევაში, თუ იქ ადამიანები იქნებიან, მათი დროული ევაკუაცია მოხდეს. 
"ქალაქის ცენტრში შეიძლება შეიქმნას მწვანე ძარღვი, რომლითაც ქალაქი მეტ სარგებელს მიღებს და საფრთხეებისადმი შიში აღარ ექნება", - აღნიშნა აგულაშვილმა.