ყოფელთვის ვფიქრობთ, რომ ქალებისა და არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მიმართ, ლმობიერები ვიყოთ, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა ქალი მსჯავრდებულების მიერ დადგმული სპექტაკლის ნახვის შემდეგ, ჟურნალისტებს რუსთაველის თეატრში განუცხადა.
"დღესაც ვფიქრობდით, რაიმე გადაწყვეტილება ხომ არ მიეღო პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოს, მაგრამ ვადებში არ დაემთხვა, რადგან საბჭოები საკითხს თვის ბოლოს იხილავენ. იქ სადაც კანონი იძლევა საშუალებას და მსჯავრდებული იძლევა იმის საშუალებას, დაანახოს საზოგადოებას, რომ ის მზად არის ინტეგრაციისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებებს მივიღებთ", - განაცხადა კახა კახიშვილმა.
მთავრობის წარმომადგენლები და პატრიარქი მსჯავრდებულებთან ერთად დაესწრნენ ქალი მსჯავრდებულების სპექტაკლს "ჩემი მძევალი ანგელოზები".