ბრიტანულმა ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე ახალი ავიაიერიშები მიიტანა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.
ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა სამხედრო მისიის დაწყებას მხარი დაუჭირა, ბრიტანული ავიაცია ისლამისტების პოზიციებს მეორედ ბომბავს.
შესაბამისი გადაწყვეტილება ბრიტანელმა დეპუტატებმა 2 დეკემბერს მიიღეს, 3 დეკემბერს კი, ბრიტანულმა სამხედრო თვითმფრინავებმა პირველი იერიშები მიიტანეს.
როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, სამხედრო-საჰაერო ძალების სამიზნე სირიის აღმოსავლეთში, ნავთობსაბადოების რაიონში მდებარე ისლამისტების ობიექტებია.