დეკემბრში აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდებიან. როგორც სომხური მედია იტყობინება, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედვარდ ნალბანდიანმა განაცხადა, რომ ოფიციალური დრო და თარიღი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
შეხვედრა ვითარების ესკალაციის ფონზე გაიმართება. გუშინ მთიანი ყარაბაღის ზონაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მორიგი შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
ბოლოს აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტებმა შეხვედრა 2014 წლის 27 ოქტომბერს გამართეს.