ყოფილი სენატორი რიჩარდ ლუგარი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების შემდეგ, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა შემცირდა.
რიჩარდ ლუგარი "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან რუსეთის ფაქტორსა და საგარეო პოლიტიკაში ცვლილებებზე საუბრობს. ყოფილი სენატორის აზრით, უკანასკნელ წლებში საქართველო-დასავლეთის ურთიერთობები შესუსტდა.
"მას შემდეგ, რაც ქვეყანა ყოფილმა პრეზიდენტმა - სააკაშვილმა დატოვა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა შემცირდა, შესაძლოა, იმიტომ რომ შემცირდა ამერიკასთან კავშირები. ეს ქართველებისთვის სამწუხაროა, ქვეყანას საკმაოდ წარმატებულად მართავენ, მაგრამ რუსეთის მხრიდან დიდი წნეხის ქვეშ არიან, გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით მათ დიდი პრობლემები აქვთ და ყოველთვის ექნებათ. შესაძლოა, საქართველოში პოლიტიკა ნატო-სთან უფრო მყარი კავშირებისკენ ისევ შეიცვალოს, მაგრამ ეს აქამდე ბევრი მიზეზის გამო არ მომხდარა", - აცხადებს ლუგარი.