სრულიად საქართველოს კათოლოკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საჩუქრად საკუთარი გულის ჯვარი გადასცა. პატრიარქი და პრემიერი რუსთაველის თეატრში ერთად დაესწრენ სპექტაკლს - „ჩემი მძევალი ანგელოზები“, რომელშიც მსჯავრდებული ქალები მონაწილეობდნენ.