კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანულ ნავთობის პლატფორმაზე ძლიერი ხანძრის ლიკვიდირებას ამ დრომდე ცდილობენ. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ჩატარდა სამაშველო ოპერაცია, რა დროსაც 42 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ხანძრის ლიკვიდირება უამინდობის გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება.
"სოკარის" კუთვნილ პლატფორმაზე ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა.
მომხდარს სპეციალური კომისია გამოიძიებს, რომელსაც "სოკარის" ვიცე-პრეიდენტი რაჰმან ყურბანოვი უხელმძღვანელებს.