თურქეთმა ერაყში 150 სამხედრო გააგზავნა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, სამხედროებმა ერაყის საზღვარი უკვე გადაკვეთეს. ისინი ქალაქ მოსულის რაიონში განლაგდებიან , რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს.
თურქეთის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ერაყში გაიგზავნა ტანკებიც.
თურქეთის გადაწყვეტილება დაგმო ერაყის ხელისუფლებამ და ანკარისგან ჯარისკაცების დაუყონებლივ გაყვანა მოსთხოვა. პრემიერ-მინისტრს ჰაიდერ აბადი კანცელარიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთმა ერაყის სუვერენიტეტი დაარღვია.
150 თურქი სამხედრო მოსულის სიახლოვეს ბაშიკის დასახლებულ პუნქტში განლაგებულ თურქულ კონტინგენტს ჩაანაცვლებს, რომელიც რეგიონში ორი წლის წინ, ქურთების დასახმარებლად გაიგზავნა.