აშშ-ს გამოძიებათა ფედერალურმა ბიურომ კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ბერნარდინოში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.
როგორც უწყების წარმომადგენელმა დევიდ ბოუდიჩმა განცხადა, არსებობს მტკიცებულებები, რომ ბოროტმოქმედები თავდასხმისთვის წინასწარ ემზადებოდნენ. უწყების დირექტორის ჯეიმს კონის განცხადებით კი, დამნაშავეები სავარაუდოდ, საერთაშორისო ტერორისტული ქსელის წევრები იყვნენ.
გამოცემა The New York თიმეს-ის ცნობით, ერთ-ერთ თავდამსხმელს, პაკისტანური წარმოშობის აშშ-ის მოქალაქეს, 28 წლის საიედ ფარუქს რადიკალ ისლამისტებთან ჰქონდა კავშირებით, მისმა მეუღლემ, პაკისტანის მოქალაქემ ტაშფინ მალიქმა კი "ისლამური სახელმწიფოს" ერთგულების ფიცი დადო.
წყვილმა ქალაქ სან-ბერნარდინოში თავდასხმა 2 დეკემბერს განახორციელა. შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა. შეიარაღებული ბოროტმოქმედები არასამთავრობო ორგანიზაცია "Inland Regional Center"-ის საკონფერენციო დარბაზში შეიჭრნენ, სადაც იმ მომენტში საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობდა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნეს.
საგენტო "როიტერი" წერს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს იყო ყველაზე სისხლიანი თავდასხმა აშშ-ში.