სასამართლოს თვალსაზრისით მოვდივართ იმ მძიმე წარსულიდან, რომელიც სტრასბურგში შეფასებული იყო, როგორც გამაოგნებელი და დასაგმობი , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
გიორგი მარგველაშვილმა აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი ჩართულობა სწორედ ის მიზანია, რასაც ითვალისწინებს დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირება.
"ამასთან ერთად მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ სასამართლოს თვალსაზრისით მძიმე წარსულიდან მოვდივართ, წარსულიდან, რომელიც ფაქტობრივად სტრასბურგში შეფასებული იყო, როგორც გამაოგნებელი და დასაგმობი. ასეთი მძიმე შეფასებების ფონზე, უნიშვნელოვანესია ჩვენ პასუხი გავცეთ ამ გამოწვევას, პასუხი გავცეთ პროფესიონალი, მიუკერძოებელი და კვალიფიციური მოსამართლეების შერჩევით.
ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ღიაობა და ჩართულობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტი ამ პროცესის", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.