"ძალიან მნიშნელოვანია, რომ ერთიან პოზიციაზე ვიყოთ"

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭო არის კონსტიტუციური ორგანო, სადაც ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო პირები თავდაცვისუნარიანობაზე მსჯელობენ.

პრეზიდენტმა ჟურნალისტების კითხვაზე კომენტირებისას, თუ რატომ არ დაესწრო პრემიერი საბჭოს, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ერთ პოზიციაზე იყვნენ.

„სხვა კონსტიტუციური ფორმატი, სადაც ამგვარი მაღალი გადაწყვეტილებები მიიღება, არ არსებობს, ამიტომ ძალიან მნიშნელოვანია, რომ ერთიან პოზიციაზე ვიყოთ და ეს ერთიანი პოზიცია აძლიერებდეს და ამტკიცებდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.