თინა ხიდაშელი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე ინფორმაციას არ ფლობს

თინა ხიდაშელი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე ინფორმაციას არ ფლობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ მას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია არ აქვს , თუმცა ბედნიერი იქნება თუ კი ეს ასე მოხდება. ამის შესახებ თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს რუსთავში განუცხადა.

,,მე ამაზე ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ არ ვიცი, არანაირი ინფორმაცია ამაზე მე არ მაქვს. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ჩემი პოზიცია ცნობილია, რომ ვიქნები ძალიან ბედნიერი თუ ბიძინა ივანიშვილი დაუბრუნდება აქტიურ პოლიტიკას", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.