გერმანიის პარლამენტმა, საერთაშორისო კოალიციაში, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში გერმანიის მონაწილეობას მხარი დაუჭირა.
ბუნდესტაგმა გადაწყვეტილება 445 ხმით 146 ხმის წინააღმდეგ მიიღო. ქვეყნის ხელისუფლების მიერ შეთავაზებული გეგმის თანახმად, გერმანია კოალიციის მხარდასაჭერად საბრძოლო ტექნიკას და 1 200 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის.
კერძოდ, თურქეთში ნატო-ს ავიაბაზაზე 6 გერმანული სადაზვერვო თვითმფრინავ „ტორნადოს“ განთავსება იგეგმება.
გარდა ამისა, გერმანია ხმელთაშუაზღვაში ფრანგულ ავიამზიდ „შარლ დე გოლის“ დასახმარებლად თავდაცვით ხომალდს გაგზავნის.
ბუნდესტაგის გადაწყვეტილებით, გერმანელი სამხედროების პირდაპირი მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში არ იგეგმება.