„მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობას უკრაინაში გუბერნატორობა არჩია“

„მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობას უკრაინაში გუბერნატორობა არჩია“

უმრავლესობის წევრ ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლება კანონმდებლობით განსაზღვრული წესებით მოქმედებდა.

როგორც სესიაშვილი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით არჩევანი თავად გააკეთა.

„ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა ეს არჩევანი თავად გააკეთა. მან საქართველოს მოქალაქეობას უკრაინაში გუბერნატორობა ამჯობინა. ეს მისი არჩევანი იყო და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება, შესაბამისი ორგანოები, მოიქცნენ ისე, როგორც კანონმდებლობით იყო განსაზღვრული“, - განაცხადა სესიაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ბრძანებულების თანახმად, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მოქალაქეობა შეუწყდა.