რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ "ეკონომიკური და სამართლებრივი განვითარების ამერიკულ-რუსული ფონდი" არასასურველ ორგანიზაციად ცნო.
როგორც უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარინა გრიდნევმა განაცხადა, ფონდის პრეზიდენტი აშშ-ის მოქალაქეა, რომლის საქმიანობაც "რუსეთის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული".
გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ფონდის საქმიანობა "რუსეთის საკონსტიტუციო წყობასა და სახელმწიფოს უსაფრთხოებას" უქმნის საფრთხეს. უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ ფონდი ფინანსურ დახმარებას იმ რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციებს უწევდა, რომლებიც იუსტიციის სამინისტრომ "უცხოურ აგენტებად" აღიარა.
რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ასასასურველ ორგანიზაციად ჯორჯ სოროსის "ფონდი ღია საზოგადოება" ცნო.