ბარაქ ობამამ საშობაო ნაძვის ხის ანთებაში მიიღო მონაწილეობა

ბარაქ ობამამ საშობაო ნაძვის ხის ანთებაში მიიღო მონაწილეობა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ოჯახთან ერთად, თეთრი სახლის წინ საშობაო ნაძვის ხის ანთებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" იტყობინება. საზეიმო ცერემონიას უამრავი ადამიანი დაესწრო.

ბარაქ ობამამ მოქალაქეებს შობის დღესასწაული მიულოცა და ოთხშაბათს, კალიფორნიის შტატში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულ 17 ადამიანის ხსოვნას პატივი მიაგო.

"მათი დანაკარგი ჩვენი დანაკარგია, რადგან ჩვენ ერთი, ამერიკული ოჯახი ვართ", - აღნიშნა ობამამ.

ნაძვის ხის ანთების ცერემონია 93-ედ ჩატარდა. ცერემონიაში ობამას სიდედრმაც მიიღო მონაწილეობა.