პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად გიორგი აბაშიშვილი დაინიშნა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად გიორგი აბაშიშვილი დაინიშნა

როგორც "პირWელს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, 2015 წლის 4 დეკემბრიდან პირადი განცხადების საფუძველზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

"საქართველოს პრეზიდენტის N04/12/01 განკარგულებით, 2015 წლის 4 დეკემბრიდან პირადი განცხადების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

ასევე, საქართველოს პრეზიდენტის N04/12/03 განკარგულებით, 2015 წლის 4 დეკემბრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა გიორგი აბაშიშვილი", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.