ეუთოს-ს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში ბოლო პერიოდში გატარებულ პოლიტიკურ და დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რეფორმები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს, როგორც ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებს. მან ყურადღება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გაამახვილა და აღნიშნა ხელისუფლების მზაობა შექმნას ყველა პირობა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევენბის უზრუნველსაყოფად. გიორგი კვირიკაშვილმა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა, როგორც ეუთოს შესაბამის ორგანიზაციებს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას.
"საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზა ურყევია. ჩვენ ერთგული ვრჩებით ქვეყნის ვეროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის, რაც ქართველი ხალხის არჩევანია. საქართველოს ხელიუფლებამ მოახდინა ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმის იმპლემენტაცია, როგორც სასამართლო, ასევე, იუსტიციის და მედიის თავისუფლების თავლსაზრისით, ეუთო-ს შესაბამისი სტრუქტურებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, რაც მიზნად ისახავა საუკეთესო ევროპული პრაქტიკისა და სტანდარტების გაზიარებას", - განაცხადა მინისტრმა.
ეუთოს 22-ე მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს მართავს ეუთო-ს ხელმძღვანელ პირებთან და კოლეგა მინისტრთან. სერბეთი მინისტერიალის 3-4 დეკემბერს მასპ