ხვალ, 4 დეკემბერს, 09:30 საათზე თბილისში - სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში (ვარდების მოედნია N1), ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ენერეგტიკული ქარტიის გენერალური მდივანი ურბან რუსნაკი გახსნიან.
12:40ზე დაგეგმილია ვიცე-პრემიერის/ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძისა და ენერეგტიკული ქარტიის გენერალური მდივ ნის ურბან რუსნაკის ერთობლივი პრესკონფერენცია (სასტუმრო რედისონ ბლუ იბვერიაში, ვარდების მოედნია N1 , შეხვედრების ოთახი N3).
კონფერენციის ფარგლებში თბილისს 100ზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი ეწვევა. მათ შორის: Energy Community-ს დირექტორი ჯანეზ კოპაჩი, ქარტიის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები, საერთაშორისო ოგრანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
კონფერენციაზე განიხილავენ რეგიონში ელექტროენერგიის ტრანზიტისსა და ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის საკითხებს, სატრანზიტო ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების მიმართულებით ენერგეტიკული ქარტიის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას და სამომავლო პერსპექტივებს.
ეს პროცესი ხელს უწყობს საქართველოს საერთაშორისო ენერგოპოლიტიკაში ჩართულობის გაზრდას, სატრანზიტო ინფრასტრუქტურისა და განახლებადი ენერგიების მიმართულებით ინვესიტიცების მოზიდვას.