ბიძინა ივანიშვილი 2016 წლის საარჩევნო პროცესში ჩართვას აპირებს, მაგრამ არა არჩევნებში კენჭისყრით

ბიძინა ივანიშვილი 2016 წლის საარჩევნო პროცესში ჩართვას აპირებს, მაგრამ არა არჩევნებში კენჭისყრით

უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი 2016 წლის საარჩევნო პროცესში ჩართვას აპირებს, მაგრამ არა არჩევნებში კენჭისყრის ან რომელიმე სახელისუფლო შტოს საქმიანობაში მონაწილეობის გზით.

"ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი 2016 წლის არჩევნებში აქტიურად ჩაერთვება, მაგრამ თავად კენჭს არ იყრის – ყოველ შემთხვევაში, დღეის მდგომარეობით, არ აპირებს. ივანიშვილი აქტიურად დაუჭერს მხარს მის მიერ შექმნილ პოლიტიკურ ძალას და ალბათ საარჩევნო სიის და მაჟორიტარების შერჩევის პროცესშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. მან გამოხატა მზადყოფნა, კვლავაც აქტიური მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ არა პირადი მონაწილეობით ხელისუფლების რომელიმე შტოში", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" თამაზ მეჭიაურმა.

როგორც პარლამენტის ვიცე სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კოალიცია "ქართული ოცნება", რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა და ჩამოაყალიბა, ისევ ივანიშვილის ხელმძღვანელობით მიიღებს 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას.