საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „მთავარის“ პირდაპირ ეთერში ნატო-ს მინისტერიალზე მიღებულ კომუნიკეზე ისაუბრა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს თანმიმდევრულ პოლიტიკას ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმები, ისევე როგორც ევროკავშირის მიმართულებით არსებული დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები ერთ კონტექსტში წარმოადგენს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ ხაზს.
მინისტრი მიიჩნევს, რომ კომუნიკე საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან მასში პირველად დაფიქსირდა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა შესაძლო ტექნიკური ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მოემზადოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ნატო-ს გენერალური მდივნის იანს სტოლტენბერგის განხცადებას იმის თაობაზე, რომ ვარშავის სამიტამდე დამატებითი კომპონენტები იქნება შეტანილი საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობაში.