საჭეგადატანილმა ავტომანქანებმა შესაძლოა ტექდათვალიერება ვერ გაიარონ

საჭეგადატანილმა ავტომანქანებმა შესაძლოა ტექდათვალიერება ვერ გაიარონ

შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, მარჯვენასაჭიან აბტომანქანებთან დაკავშირებით ცვლილება სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში ახალი პროგრამის ფარგლებში მიიღო.

როგორც ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ შეიძლება, ტექდათვალიერების შემდეგ აღნიშნულმა ავტომობილებმა შემოწმება ვერ გაიარონ.

„საჭეგადატილებს რაც შეეხება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივაა, რომ საზოგადოებაში დაიწყოს ამაზე მსჯელობა. წინასწარი მონაცემებით, რაც ექსპერტებთან მოლაპარაკების შედეგად გვაქვს, ქვეყანაში არის გარკვეული რისკი, რომ ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ, საჭეგადატანილმა ავტომობილებმა ტექდათვალიერება ვერ გაიარონ და გაჩერდნენ. ეს საკითხიც გამოვიტანეთ მსჯელობის საგნად ამ კანონპროექტის ფარგლებში არანაირ საფასურს არ ადგენს. ერთადერთი, თავდაპირველ ვარიანტში გათვალისწინებული იყო ის, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირი შემოიყვანს ავტომობილს, რომლიც საჭეგადატანილი იქნება და განბაჟების დროს აღმოჩნდება, იმისთვის, რომ ადგილზე არ გაჩერდეს ეს კაცი, დროებით აძლევენ სტიკერს, რომელიც 30 ლარი ეღირება. თავიდან ამ საფასურში 150 ლარი მოაიაზრებოდა“, - აღნიშნა ხუციშვილმა.