რამზან კადიროვი:

რამზან კადიროვი: "რუსი ჯაშუშის" მკვლელობა უპასუხოდ არ დარჩება

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ინფორმაციით, სირიაში სიკვდილით დასჯილი "რუსი ჯაშუში" ეთნიკური ჩეჩენი იყო.

როგორც კადიროვმა განაცხადა, "მკვლელობა უპასუხოდ არ დარჩება".

"ეს რუსი - ჩეჩენია. მას თავი მოჰკვეთეს და ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს", - განუცხადა კადიროვმა ჟურნალისტებს.

ამერიკულმა მედიამ ვიდეორგოლი გაავრცელა, რომლის თანახმადაც, "ისლამური სახელმწიფოს" წევრმა ჯაშუშობაში ბრალდებული რუსი სიკვდილით დასაჯა. ვიდეოჩანაწერში ტყვემ განაცხადა, რომ ის ინფორმაციას რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს აწვდიდა.