რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთს რუსი მფრინავის დაღუპვისთვის პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ დააკისრა. ამის შესახებ მან ფედერალური კრებისადმი მიმართვაში განაცხადა.
"თუ ვინმეს ჰგონია, რომ საძაგელი სამხედრო დანაშაულის ჩადენით, ჩვენი ადამიანების მკვლელობით, თავს პომიდვრებით ან სამშენებლო თუ სხვა დარგებში შეზღუდვების დაწესებით დაიძვრენს, ის ღრმად ცდება. ჩვენ მათ ჩადენილს არაერთხელ გავახსენებთ და ისინი ჩადენილზე არაერთხელ ინანებენ. ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, მას "არ ესმის", რატომ ჩამოაგდო თურქეთმა რუსული თვითმფრინავი. პუტინმა თურქეთი "ისლამური სახელმწიფოსგან" ნავთობის შესწყიდვაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთისთვის ცნობილია ამ ბიზნესში ჩართული ადამიანების ვინაობა.
ვლადიმერ პუტინმა საერთაშორისო საზოგადოებას ანტიტერორისტული ფრონტის შექმნა კიდევ ერთხელ შესთავაზა და განაცხადა, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში რუსეთი ლიდერობს.