ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, "ქართუ ჯგუფი" ქართულ სპორტს მნიშვნელოვნად ეხმარება, განსაკუთრებით კი, რაგბს.
კალაძის თქმით, კარგი იქნება თუკი "ქართუ" ფეხბურთსაც დაეხმარება და მის განვითარებაში აქტიურად ჩაერთვება.
"ქართუ ჯგუფი" ზოგადად ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, სპორტშიც ძალიან ბევრი აქვთ გაკეთებული, მათ შორის, რაგბშიც. ვფიქრობ, რაგბში, ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებულ თამაშებში დიდი როლი აქვს "ქართუს", რადგან მთელი ინფრასტრუქტურა და სტადიონები, რომელიც შენდება ქვეყანაში, "ქართუ ჯგუფი" ახორციელებს და მივესალმები თუ ფეხბურთშიც მათი მონაწილეობა, ჩართულობა იქნება. ეს მნიშვნელოვანია", - აღნიშნა კალაძემ.