ასათიანი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში თანასწორობის პრინციპის დარღვევას ხედავს

ასათიანი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში თანასწორობის პრინციპის დარღვევას ხედავს

ადვოკატ დავით ასათიანის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 13 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება, დროებით მმართველებთან დაკავშირებით ნაჩქარევადაა მიღებული.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილებით იურიდიულ და ფიზიკურ პირთა თანასწორობის პრინციპი ირღვევა.

„მიმაჩნია, რომ დასაფიქრებელია და ცოტა ნაჩქარევია ამ ნორმის შეჩერება მხოლოდ მედიასაშუალებების მიმართ. მეწარმე სუბიექტების დიფერენციაცია, იურიდიული პირების, გარკვეული პრივილეგიების თუ პირიქით, გარკვეული შეღავათების მინიჭების, არასწორია. თანასწორობის პრინციპი არის სამართალწარმოების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი და თუ მიუღებელია დროებითი მმართველი მედიასაშუალებებისთვის, რატომ არის ის მისაღები სხვა იურიდიული პირებისთვის, ეს ჩემთვის აუხსნელია. შესაბამისად, ამით თუ ერთი იურიდიული პირის ინტერესი ილახება, არ შეიძლება კანონიერად დავტოვოთ სხვა იურიდიული პირების შემთხვევაში. ამ კუთხით, ცოტა დასაფიქრებელი და საკამათოა ეს გადაწყვეტილება. ეს მხარეთა და ზოგადად, იურიდიულ და ფიზიკურ პირთა თანასწორობის პრინციპს არღვევს“, - აღნიშნა ასათიანმა.