იუსტიციის მინისტრის თეა წულიკიანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოხემარა, რომლის თანახმადაც, საკონსტუტუციო სასამართლოს "რუსთავი 2-ის" ინტერესებზეა მორგებული.
წულუკიანი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის დარგში, პირველი მოკრძალებული, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას აპირებს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს ის კოლეგია, რომელშიც ბატონი ნიკა გავარამიას ყოფილი მოადგილე, ბატონი ზურაბ ადეიშვილის ყოფილი ნდობით აღჭურვილი, ქალბატონი მაია მონაწილეობს, ეს კოლეგია ვერამც და ვერამც ვერ იქნება "ნაციონალური მოძრაობისგან" დამოუკიდებელი. ფაქტია, რომ ყოველთვის ამ კოლეგიას ეწერება „ნაციონალური მოძრაობასთან„ დაახლოებული იურიდიული პირების, მათ შორის "რუსთავი 2"-ის საქმეები და ისინი ყოველთვის რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, "ნაციონალური მოძრაობის", მათთან დაახლოებული ენჯეოების, თუ იურიდიული პირების, მედია მაუწყებლობის ინტერესებს იციავენ. დიახ, ეს კოლეგია არის მიკერძოებული და ვერც იქნება მიუკერძოებელი, რადგან იქ სხედან "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი პოლიტიკური ლიდერები, ყოფილი თანამდებობის პირები არიან, იქნება ეს ქალბატონი მაია თუ სხვა მოქალაქეები. თავად ბატონი პაპუაშვილის მიუკერძოებლობაც რა თქმა უნდა ხშირ შემთხვევაში იღებს ხოლმე კითხვის ნიშნებს. თუ კი საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საკუთარი მიუკერძოებლობის ხარჯზე მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებები, ჩვენი ყველას ვალია, რომ მათ გადაწყვეტილებებს დაველოდოთ და პატივი ვცეთ, თუმცა გაჯანსაღება ამ სასამართლოს, იქნება რეფომირებით თუ სხვა კუთხით, დასჭირდება და მე ვაპირებ, რომ ძალიან მალე საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის დარგში, პირველი მოკრძალებული, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგა", - განაცხადა წულუკიანმა.