ტენესის შტატში სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ტენესის შტატში სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის ტენესის შტატში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. როგორც სააგენტო "ასოშიეითედ პრესი" იტყობინება, "აპაჩის" ვერტმფრენმა კატასტროფა გეგმური სასწავლო ფრენის დროს განიცხადა. დაღუპულები ეკიპაჟის წევრები არიან.

საგანგებო სიტუაციათა სააგენტოს დირექტორის ჯერი ბუჩანანის ცნობით, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ვერტმფრენი მდინარეში აღმოაჩინეს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და სამხედრო ბაზა ფორტ კემპფელის პოლიციელები.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.