კალიფორნიაში შეიარაღებული თავდასხმის ორგანიზატორთა ვინაობა ცნობილია

კალიფორნიაში შეიარაღებული თავდასხმის ორგანიზატორთა ვინაობა ცნობილია

აშშ-ს კალიფორნიის შტატში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ორგანიზატორთა ვინაობა ცნობილია. როგორც სააგენტო "როიტერი" ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, სროლა სან-ბერნარდინოს შტატში 28 წლის სუედ რიზვან ფარუკმა და მისმა მეუღლემ 27 წლის ტაშფინ მალიქმა განახორციელეს. ორივე მათგანი პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა.

ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა. შეიარაღებულმა ბოროტმოქმედები არასამთავრობო ორგანიზაცია "Iნლანდ ღეგიონალ ჩენტერ"-ის საკონფერენციო დარბაზში შეიჭრნენ, სადაც იმ მომენტში საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობდა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნეს.

სააგენტო "როიტერი" წერს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს იყო ყველაზე სისხლიანი თავდასხმა აშშ-ში.