სლოვაკეთი ევროკავშირის გადაწყვეტილებას მიგრანტების კვოტირებული სისტემით გადანაწილების შესახებ სასამართლოში გაასაჩივრებს

სლოვაკეთი ევროკავშირის გადაწყვეტილებას მიგრანტების კვოტირებული სისტემით გადანაწილების შესახებ სასამართლოში გაასაჩივრებს

სლოვაკეთი ევროკავშირის გადაწყვეტილებას მიგრანტების კვოტირებული სისტემით გადანაწილების შესახებ სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც სააგენტო "როიტერი" იტყობინება, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ქვეყანამ ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლოს ევროკავშირის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართა და შესაბამისი სარჩელი უკვე შეიტანა.

როგორც პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კვოტირების იძულებითი სისტემის შემოღება ევროკავშირის კანონებს ეწინააღმდეგება.

მიმდინარე წლის სექტემბერში ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად 120 ათასი ლტოლვილი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კვოტირების სისტემით გადანაწილდება. აღნიშნული გადაწყვეტილება გააპროტესტეს სლოვაკეთმა, ჩეხეთმა, რუმინეთმა და უნგრეთმა.