"ბიბისის" ინფორმაციით, "თალიბანის" ლიდერი მულა მანსური დაჭრილია

ავღანეთში მოქმედი რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" ლიდერი მულა მანსური მძიმედაა დაჭრილი. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ ავღანეთის ხელისუფლებაში განაცხადეს.

არსებული ინფორმაციით, მულა მანსური პაკისტანის ქალაქ ქვეტაში, საველე მეთაურების შეხვედრაზე დაიჭრა. შეხვედრაზე თალიბების ხელმძღვანელებს შორის შელაპარაკება მოხდა, რომელიც შეიარაღებულ დაპირისპირებაში გაიზარდა.

როგორც "ფრანს პრესი" იტყობინება, ავღანეთის ხელისუფლებაში არ იციან, ცოცხალია თუ არა თალიბების ლიდერი.

მულა ახთარ მანსური "თალიბანის" ლიდერად ივლისში დაინიშნა.