"ისლამურმა სახელმწიფომ" ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც, ტერორისტების მტკიცებით, ნაჩვენებია "რუსი ჯაშუშის" სიკვდილით დასჯა. როგორც CNN-ი იტყონინება, ნარინჯისფერ კომბინეზონში ჩაცმული ტყვე აღიარებს, რომ რუსულ დაზვერვაზე მუშაობდა და მას სირიაში იმ ისლამისტების პოვნა ევალებოდა, რომლებიც რუსეთში ტერაქტების განსახორციელებლად აპირებდნენ ჩასვლას.
როგორც თავად ამბობს, სირიაში ის "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. შიდა უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს.
ვიდეორგოლში "ისლამური სახელმწიფოს" წევრი რუსულად ვლადიმერ პუტინს ემუქრება და აცხადებს, რომ ისლამისტები რუსეთის მოქალაქეების არ მოასვენებენ და ყველას მოკლავენ.
როგორც CNN-ი აღნიშნავს, კრემლს აღნიშნულ ვიდეორგოლთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.