დავით სერგეენკო - საყოველთაო ჯანდაცვის პროექტს ერთი დღითაც არ ჰქონია შეფერხება

დავით სერგეენკო - საყოველთაო ჯანდაცვის პროექტს ერთი დღითაც არ ჰქონია შეფერხება

საყოველთაო ჯანდაცვის პროექტს ერთი დღითაც არ ჰქონია შეფერხება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა. 
მისი განმარტებით, გამომდინარე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან, ნამდვილად არ დაიზარებს კომენტარს ამ საკითხზე. 
"გამომდინარე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან მე ნამდვილად არ დავიზარებ ყოველთვის გავაკეთო კომენტარი მრავალჯერ გაჟღერებულ აპოკალიფსებზე, რომ დაიქცა საყოველთაო ჯანდაცვა. წელიწადი მთავრდება და ალბათ, საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ერთი დღითაც არ ჰქონია შეფერხება პროექტს", - განაცხადა დავით სერგეენკომ. 
რაც შეეხება შეკითხვას, ხომ არ იგეგმება ასაკით პენსიონერების გარდა პენსიის ზრდა სხვა კატეგორიის პენსიონერებისთვისაც, სერგეენკოს თქმით, საქართველოს ბიუჯეტის დამტკიცების პრეროგატივა პარლამენტს ეკუთვნის. 
"პარლამენტს ეკუთვნის პრეროგატივა დაამტკიცოს ბიუჯეტი ამ ან სხვა სახით", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.