დიდი ბრიტანეთი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო. როგორც უცხოური მედია იუწყება, სირიის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება ბრიტანეთის პარლამენტმა 10 საათიანი დებატების შემდეგ მიიღო. შესაბამისი გეგმა დეპუტატებმა 397 ხმით 223-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.
არსებული ინფორმაციით, ბრიტანეთმა სირიაზე პირველი საჰაერო იერიში უკვე განახორციელა. გავრცელებული ცნობით, 4 გამანადგურებელი თვითმფრინავი სირიისკენ ბრიტანეთის პარლამენტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში დაიძრა.