კალიფორნიის შტატში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც უცხოური საინფორმაციო სააგენტოები წერენ, მოკლული თავდამსხმელებიდან ერთი მამაკაცი, ერთი კი ქალია.
პოლიციამ უკვე დაადასტურა, რომ ორივე ლიკვიდირებული პირი შეიარაღებული იყო – თან ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი და ეცვათ "თავდამსხმელის სტილის" ტანსაცმელი.
კალიფორნიის შტატის ქალაქ სან ბერნარდინოში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მომსახურების ცენტრზე განხორციელებული თავდასხმის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. გამოძიების ფედერალური ბიურო ტერორიზმს არ გამორიცხავს, მაგრამ განმარტავს, რომ "მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს".
ბოლო ინფორმაციით, მომხდარი თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა.