კალიფორნიის შტატის ქალაქ სან ბერნარდინოში Inland Regional Center-ზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა , - ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს. მედიის ცნობით, სამი თავდამსხმელი იმ შენობაში შეიჭრა, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მომსახურების ცენტრია გათავსებული.
სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილმა ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. პოლიცია კი აცხადებს, რომ თავდამსხმელებს ჯავშანჟილეტებიც ეცვათ.
შემთხვევის ადგილზე პოლიციელთა განსაკუთრებული მობილიზებაა. ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ.