რუსეთის საგარეო უწყება - ჩერნოგორიის მიპატიჟებას მოსკოვი კონფრონტაციულ ნაბიჯად აღიქვამს

რუსეთის საგარეო უწყება - ჩერნოგორიის მიპატიჟებას მოსკოვი კონფრონტაციულ ნაბიჯად აღიქვამს

რუსეთის საგარეო უწყება - ჩერნოგორიის მიპატიჟებას მოსკოვი კონფრონტაციულ ნაბიჯად აღიქვამს ჩერნოგორიის ნატოში გაწევრიანების შესახებ მიპატიჟებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ოფიციალური მოსკოვი აღიქვამს კონფრონტაციულ ნაბიჯად, რომელიც პირდაპირ ეხება რუსეთის ინტერესებს და აიძულებს შესაბამისი რეაქცია ჰქონდეს. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

"ალიანსის ექსპანსიის ახალი ტალღა პირდაპირ ეხება რუსეთის ფედერაციის ინტერესებს და გვაიძულებს გვქონდეს შესაბამისი რეაქცია", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღესვე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჩერნოგორიის მიპატიჟება ალიანსში რუსეთის საპასუხო ქმედებებს გამოიწვევს.