ალექსეი პუშკოვი:   ნატოს გაფართოების გამო რუსეთი საკუთარ თავდაცვას გააძლიერებს

ალექსეი პუშკოვი: ნატოს გაფართოების გამო რუსეთი საკუთარ თავდაცვას გააძლიერებს

რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის ალექსეი პუშკოვის განცხადებით, რუსეთი გააძლიერებს საკუთარ თავდაცვას და კავშირის სისტემას ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებასთან, კერძოდ კი, ჩერნოგორიის გეგმებთან დაკავშირებით, გახდეს ალიანსის წევრი.

"ჩვენი ზომები იქნება თავდაცვითი ხასიათის. გავითვალისწინებთ ჩერნოგორიის ორიენტაციას", - განაცხადა დეპუტატმა.

მისივე თქმით, ძირითადი ზომები იქნება რუსეთის თავდაცვის, ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური შესაძლებლობებისა და კავშირების რუსული სისტემების გაძლიერება. პუშკოვის განცხადებით, ჩერნოგორიის ნატოში გაწევრიანება აისახება რუსეთთან მის ორმხრივ ურთიერთობაზე.