მალის დედაქალაქ ბამაკოში სპეცრაზმმა სასტუმრო "რედისონის" შტურმი დაიწყო. ამ დროსითვის 170 მძევლიდან 80-ის გათავისუფლება გახდა შესაძლებელი.
"ევრონიუსმა" ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასტუმროში ფრანგი ჯარისკაცებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც მალის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობენ.
ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ბოევიკები" სასტუმრომდე დილმატიური ნომრებიანი მანქანით მივიდნენ.
ბოლო ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანია დაღუპული.
ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ ორგანიაციას არ აუღია.