როგორც სააგენტო „Reuters“ იტყობინება, გათავისუფლებულმა მძევლებმა ისლამის საღვთო წიგნიდან ციტირება შეძლეს.
ინფორმაციას ამის შესახებ მალის ძალოვან სტრუქტურებზე დაყრდნობით საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.
სააგენტო „AFP“-ს ცნობით კი, ანტოტერორისტულმა ჯგუფმა სასტუმროდან 2 ქალი გამოიყვანა, თუმცა უცნობია ტყვეების გათავისუფლება სპეცოპერაციის შედეგად მოხდა, თუ ისინი ბოევიკებმა გაუშვეს.
მალის დედაქალაქში მდებარე სასტუმრო „Radisson Blu“ შეიარაღებულმა ისლამისტებმა ალყაში მოაქციეს და 170 ადამიანი, რომელთა უმეტესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მძევლად აიყვანეს. მძევლებს შორის თურქული ავიაკომპანია „Turkish Airlines“-ის ეკიპაჟის სრული შემადგენლობა აღმოჩნდა. ბოლო მონაცემებით, ტერორისტებმა თავდასხმისას 9 ადამიანი მოკლეს.